"რეალი" მზადაა, კილიან მბაპეს ტრანსფერში 280 მილიონი გადაიხადოს

AutoSharing Option
"რეალმა" გადაწყვიტა, რადაც უნდა დაუჯდეს, პსჟ-ის თავდამსხმელი კილიან მბაპე გადაიბიროს.

"ფრანს ფუტბოლის" ცნობით, "სამეფო კლუბი" მზადაა, 20 წლის ფეხბურთელში "პარი სენ ჟერმენს" 280 მილიონი ევრო შესთავაზოს.

გამოცემის მტკიცებით, კილიანი "რეალის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.

მბაპე პსჟ-მა 2017 წელს "მონაკოსგან" 135 მილიონად იყიდა. მიმდინარე სეზონში მან 35 მატჩში 31 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მბაპეს პსჟ-სთან 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული კონტრაქტი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გეთანხმები ახალი ერა იწყება ....ვნახოდ რა იქნება...
აკაკი
17:04 26-03-2019
2
რეალის ახალი ერა იწყება...კიდევ სამი ზედიზედ!
emigranti
11:51 26-03-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული