ჟერარდ პიკე: ლიონელ მესი ყველაზე დიდი ტროლია, ვისაც კი ვიცნობ

AutoSharing Option
"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა ჟერარ პიკემ Movistar+-სთან ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ლიონელ მესი ყველაზე ირონიული იუმორის პატრონია მათ შორის, ვისაც ცხოვრებაში შეხვედრია. პიკემ კატალონიელ მეტოქესაც დასცინა და ზლატან იბრაჰიმოვიჩზეც ისაუბრა.

"მესის ძალიან ირონიული იუმორი აქვს. ის ყველაზე დიდი ტროლია, ვისაც კი ვიცნობ. მე იმაზე მეტი ფული მაქვს, ვიდრე "ესპანიოლს" ბიუჯეტი მიმდინარე სეზონისთვის. ზლატან იბრაჰიმოვიჩს კი ფული ყველაზე მეტად უყვარს დედამიწის ზურგზე. ერთ დღეს გვითხრა, რომ ფული ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის. არაფერი გვიპასუხია, შემდეგ კი დაამატა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი
ბევრი ფულის ქონაა", - განაცხადა ჟერარდ პიკემ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული