"ყვითელმა სუბმარინამ" 0:2-დან ამოყვინთა, მაგრამ "ბარსელონა" ბოლომდე მაინც ვერ ჩაძირა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 აპრილს, ლა ლიგას 30-ე ტურში "ვილიარეალისა" და "ბარსელონას" საოცარი მატჩი 4:4 დასრულდა.

"ბარსას" მწვრთნელმა ვალვერდემ ამ შეხვედრაში თავდამსხმელ მესის დასვენება გადაწყვიტა და თავიდან თითქოს მის გარეშეც გადიოდნენ ფონს, კოუტინიოს და მალკომის გოლებით 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ როდესაც ანგარიში გათანაბრდა, მესი 61-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე და "ყვითელმა სუბმარინამ" ამის შემდეგ კიდევ 2 გოლი გაიტანა.

86-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა მასპინძელთა მცველს გონსალესს, მერე კი ჯერ მესიმ დალაშქრა ასენხიოს კარი, ზედ საფინალო სასტვენის წინ კი სუარესმა.

კოუტინიომ პრიმერაზე 17-მატჩიანი უგოლო სერია
შეწყვიტა, მალკომმა კი პირველი გოლი გაიტანა.

მესი ევროპის ტოპ 5 ლიგაში გატანილი გოლებით დაეწია - ორივეს ანგარიშზე 414-414 გოლია.

ასე და ამრიგად, ახლა "ბარსელონას" მეორეადგილოსანი "ატლეტიკო" 8 ქულით ჩამორჩება.

6 აპრილს ეს გუნდები ერთმანეთს "ნოუ კამპზე" შეხვდებიან.

ვილიარეალი. "დე ლა სერამიკა". 19 515 მაყურებელი
ვილიარეალი - ბარსელონა 4:4
გოლები: 0:1 კოუტინიო (12), 0:2 მალკომი (16), 1:2 ჩუკვეუზე (23), 2:2 ეკამბი (50), 3:2 იბორა (62), 4:2 ბაკა (80), 4:3 მესი (90), 4:4 სუარესი (90+3)
გაძევება: გონსალესი (86)

მკითხველის კომენტარები / 17 /
რა გახდა ეს ვალვერდე! ერთი და იგივე შემადგენლობით 2 მატჩი არ ჩაუტარებია ბარსელონას, რა ექპერიმენტებს მიმართავს ამ ბოლო ტურებში ვერ გავიგე. გუშინ ბარსელონას დაცვა მთლიანად დარღვეული იყო. უბრალოდ ვილიარეალმა ვერ გაქაჩა თორემ ნებისმიერი გუნდი მოუგებდა ბარსას. დაცვა-ნახევარდაცვა მთლიანად დაშალა და დემორალიზება გაუკეთა.
semi
17:38 03-04-2019
3
რა კარგია კოუმ, რომ ძლივს არ გაიღიმა? სულ ასე გაგეღიმოს კოუ. მესიზე ახალი რა ვთქვა უბრალოდ გენიოსი.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული