AS-ი იტყობინება, რომ "რეალი" მცველის, რაფაელ ვარანის გუნდში დატოვებას შეეცდება.
"სამეფო კლუბი" ვარანს ხელშეკრულების გაგრძელების სანაცვლოდ წლიური ხელფასის 9 მილიონ ევრომდე გაზრდას შესთავაზებს.
2022 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის თანახმად რაფაელი სეზონში 6 მილიონს იღებს.
ვარანი "რეალმა" 2011 წელს "ლანსისგან" 11 მილიონ ევროდ შეიძინა და ამ სეზონში 36 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
მისი სამსახურით პსჟ, "იუვენტუსი" და "მანჩესტერი" არიან დაინტერესებულნი და თავადაც უნდა გუნდის გამოცვლა.