ზიდანი ბეილის მისამართით სტვენაზე - "ფანებს სურთ, რომ გუნდი უკეთ თამაშობდეს"

AutoSharing Option
"ეიბართან" მოგებული მატჩის შემდეგ (2:1) მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა უპასუხა კითხვებს უელსელი შემტევის გარეთ ბეილის შესახებ, რომელსაც მთელი მატჩის მანძილზე მადრიდელი გულშემატკივრები უსტვენდნენ.

"ვნახოთ, დარჩება თუ არა ბეილი შემდეგ სეზონში. არ გეტყვით, რა მოხდება. ის "რეალის" ფეხბურთელია და კონტრაქტის მიხედვით კიდევ ორი წელი დარჩა. ახლა ამის შესახებ საუბრის დრო არაა. ფანებს სურთ, რომ გუნდი უკეთ თამაშობდეს და მე მათი მესმის.

ნაბიჯ-ნაბიჯ წინ უნდა ვიაროთ, მეტი ვიმუშაოთ და პოზიტიური განწყობა შევინარჩუნოთ. ამ სეზონში ვერაფერს მოვიგებთ, ამას უკვე შევეგუეთ. უმოტივაციოდ
თამაში ძალიან რთულია.

არ ვამბობ, რომ ბრძოლას შევწყვეტთ. ნახეთ, რა კარგად ჩავატარეთ მეორე ტაიმი, ინიციატივა ჩვენს მხარს იყო. დარჩენილ შვიდ მატჩში გუნდმა ხასიათი უნდა აჩვენოს", - განაცხადა მადრიდელთა თავკაცმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული