გარეთ ბეილის ყოველი გოლი "რეალს" 2.3 მილიონი დაუჯდა

AutoSharing Option
"რეალმა" უელსელ თავდამსხმელ გარეთ ბეილზე 6 წელიწადში 236 მილიონი ევრო დახარჯა.

ეს AS-მა გამოითვალა: 2013 წელს ბეილი "ბლანკოსმა" კლუბისთვის სარეკორდო თანხად, 101 მილიონად შეიძინა. პირველ 3 წელიწადში ფეხბურთელის ხელფასი 18 მილიონი იყო, შემდეგ კი - 27 მილიონი.

ამ დროის განმავლობაში მან 102 გოლი გაიტანა, ანუ "სამეფო კლუბს" მისი ყოველი გოლი 2.3 მილიონი ევრო დაუჯდა.

ტრავმების გამო ბეილმა მხოლოდ 225 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აცადეთ, დაიკლებს გოლების ფასი. მაგ ლოგიკით ბარსელონას 24 მილიონი დაუჯდა მასკერანოს გოლი
Homeros
06:38 12-04-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული