"რეალმა" უელსელ თავდამსხმელ გარეთ ბეილზე 6 წელიწადში 236 მილიონი ევრო დახარჯა.
ეს AS-მა გამოითვალა: 2013 წელს ბეილი "ბლანკოსმა" კლუბისთვის სარეკორდო თანხად, 101 მილიონად შეიძინა. პირველ 3 წელიწადში ფეხბურთელის ხელფასი 18 მილიონი იყო, შემდეგ კი - 27 მილიონი.
ამ დროის განმავლობაში მან 102 გოლი გაიტანა, ანუ "სამეფო კლუბს" მისი ყოველი გოლი 2.3 მილიონი ევრო დაუჯდა.
ტრავმების გამო ბეილმა მხოლოდ 225 მატჩში მიიღო მონაწილეობა.