დიეგო კოსტასთვის სეზონი დასრულდა - ფეხბურთელი 8-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი დიეგო კოსტა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ 8-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ესპანელი ფეხბურთელი ლა ლიგის 31-ე ტურში, "ბარსელონასთან" წაგებული (0:2) მატჩის 28-ე წუთზე მოედნიდან მსაჯის შეურაცხყოფის გამო გააძევეს.

შეხვედრის შემდეგ მთავარმა არბიტრმა ხესუს ხილ მანსანომ თქვა, რომ კოსტამ შეურაცხყოფა მის დედას მიაყენა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ესპანელი თავდამსხმელი მიმდინარე სეზონში მოედანზე ვეღარ გამოვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული