"რეალმა" გარეთ ბეილის გაყიდვა გადაწყვიტა

AutoSharing Option
AS-ის ცნობით, "რეალი" ზაფხულში თავდამსხმელ გარეთ ბეილს გაყიდის.

გამოცემის მტკიცებით, ეს ამბავი "სამეფო კლუბის" აღმასრულებელმა დირექტორმა ხოსე ანხელ სანჩესმა ფეხბურთელის აგენტებს, ჯონათან ბარნეტსა და ლუის ალონსოს აცნობა.

ამასთან, ბეილს უფლება ექნება, თავად აირჩიოს თავისი მომავალი გუნდი.

"ბეილი "რეალში" 2013 წელს გადავიდა და მას შემდეგ 227 მატჩში 102 გოლი გაიტანა და 63 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მას "ბლანკოსთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

"რეალი" ბეილს 130 მილიონ ევროდ აფასებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული