"რეალი" "ლეგანესთან" ფრეს დასჯერდა და "ატლეტიკოს" 4 ქულით ჩამორჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 აპრილს, ლა ლიგას 32-ე ტურის დასკვნითი მატჩი "ლეგანესსა" და "რეალს" შორის 1:1 დასრულდა.

"სამეფო გუნდი" დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ფრეს დასჯერდა.

"რეალი" 61 ქულით მესამე ადგილზეა, მეორეადგილოსან "ატლეტიკოს" 4 ქულით ჩამორჩება და 21 აპრილს, შემდეგ ტურში "ბილბაოს" უმასპინძლებს.

"ბლანკოსის" თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ უკანასკნელ 4 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

ლეგანესი. "ბუტარკე". 12 118 მაყურებელი
ლეგანესი - რეალი 1:1
გოლები: 1:0 სილვა (45), 1:1 ბენზემა (51)

ლეგანესი: კუელიარი, სილვა, ნომი, ციოვასი, ბუსტინსა, ომერუო, ერასო (ელ ზარი 71), პერესი,
ვესგა (რესიო 85), ბრეიტუეიტი, კარილო (ენ-ნესირი 65)

რეალი: ნავასი, ნაჩო, კარვახალი, მარსელო, ვარანი, ასენსიო (ბეილი 81), ვალვერდე, ისკო (ვასკესი 77), მოდრიჩი, კაზემირო, ბენზემა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული