ერნესტო ვალვერდე: გადაწყვეტილი არაფერია

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ "რეალ სოსიედადთან" მოგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ლა ლიგაში დასრულებული ჯერ არაფერია.

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ჩემპიონობისთვის 9 ქულის აღება გვჭირდება, რაც ადვილი არ არის. გასაგებია, ყველა ამბობს რომ ჩვენ უკვე ჩემპიონები ვართ, მაგრამ ეს ასე არ არის. შემდეგ თამაშში გამარჯვება გვმართებს, როგორც ყველა დარჩენილ შეხვედრაში. უკანასკნელი მატჩის დამთავრებამდე გადაწყვეტილი არაფერია"- აღნიშნა ვალვერდემ.

გუშინ, 20 აპრილს, "ბარსელონამ" საკუთარ კედლებში ლენგლესა და ალბას გოლებით "რეალ სოსიედადი" 2:1 დაამარცხა. ამ მოგების შემდეგ კატალონიური კლუბი უახლოეს მდევარ "მადრიდის
ატლეტიკოს" 9 ქულით უსწრებს.

ლა ლიგის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი. შემდეგ შეხვედრას "ბარსელონა" სტუმრად გამართავს, "ალავესის" წინააღმდეგ. მატჩი 23 აპრილს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული