ქარიმ ბენზემა ახალი რონალდოა? - "ბილბაომ" "რეალს" მხოლოდ 1 ტაიმი გაუძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 აპრილს, ლა ლიგას 33-ე ტურში "რეალმა" საკუთარ მოედანზე "ბილბაოს" 3:0 სძლია.

ბასკურმა გუნდმა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია "ბლანკოსს" წინააღმდეგობა, შესვენების შემდეგ კი თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ ჰეთ-თრიკი შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა.

ბენზემამ ბოლო 5 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა, ჰეთ-თრიკი კი ამ სეზონში პირველად შეასრულა.

ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა "სამეფო გუნდში" მე-300 მატჩი ჩაატარა.

თავდამსხმელი გარეთ ბეილი 70-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და მას გულშემატკივრებმა ობსტრუქცია მოუწყვეს.

"რეალი" 64 ქულით მესამე ადგილზეა, მეორეადგილოსან "ატლეტიკოს" 4 ქულით ჩამორჩება და 25 აპრილს, შემდეგ
ტურში სტუმრად "ხეტაფეს" შეხვდება.

მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 59 815 მაყურებელი
რეალი - ბილბაო 3:0
გოლები: 1:0 ბენზემა (47), 2:0 ბენზემა (76), 3:0 ბენზემა (90)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბენზემა ყოველთვის იყო გამტანი და პროდუქტიული. ზუსტი და ჭკვიანური პასებით და გოლის გატანის უდიდესი ალღოთი ასე რომ,გასაკვირი არაა. არანაკლებ ძლიერი დარტყმააქვს რონალდუზე
3
ბეილმა რა კომბინაცია გააფუჭა...
აკაკი
20:55 21-04-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული