27 აპრილს, ლა ლიგას 35-ე ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "ლევანტეს" 1:0 მოუგო და პრიმერას გამარჯვებული გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ პრიმერას ვადამდე მოსაგებად "ბარსას" გამარჯვება სჭირდებოდა, მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ თავდამსხმელი ლეო მესი ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა. მიზეზი კი ისაა, რომ კატალონიური გუნდი 1 მაისს ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "ლივერპულს" მასპინძლობს და ვალვერდემ მესის დასვენება გადაწყვიტა.
მესი შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა, გოლი გაიტანა და "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონი ოცდამეექვსედ გახდა. ბლაუგრანამ ოქროს მედლები უკანასკნელ 11 სეზონში მერვედ მოიგო.
მესი პირველი ფეხბურთელია, რომელიც "ბარსას" შემადგენლობაში 10-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. მან შეცვლაზე შესვლის შემდეგ ლა ლიგაზე 24 გოლი გაიტანა, რაც XXI საუკუნის რეკორდია.
ნახევარმცველი არტურო ვიდალი სამი გუნდის შემადგენლობაში მერვედ გახდა ჩემპიონი.
ბარსელონა. "კამპ ნოუ". 91 917 მაყურებელი
ბარსელონა - ლევანტე 1:0
გოლი: მესი (62)
ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, ლანგლე, სემედუ, ალბა, არტური (ბუსკეტსი 73), რაკიტიჩი, კოუტინიო (მესი 46), ვიდალი, დემბელე (სერხი რობერტო 84), სუარესი
ლევანტე: ფერნანდესი, ვეზუ, რობერი, ლუნა, კოკე, როჩინა (მარტი 84), კამპანია, ჯეისონი, ვუკჩევიჩი (ბარდჰი 65), საიმონი (მორალესი 46), მაიორალი