ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი იუწყება, რომ "ატლეტიკოს" თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი მზადაა, "ბარსელონაში" გადასვლის სანაცვლოდ, ხელფასის შემცირებაზე დათანხმდეს.
მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთელი კატალონიური კლუბის სამიზნე გასულ სეზონშიც იყო, თუმცა მან "ვანდა მეტროპოლიტანოზე" დარჩენა გადაწყვიტა, "ატლეტიკომ" კი მას ხელფასი 23 მილიონ ევრომდე გაუზარდა.
გრიზმანის გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევროა, თუმცა, თუ "ბარსელონა" მის შეძენას გადაწყვეტს, კლაუსულა 120 მილიონამდე შემცირდება.
"ბარსელონამ" მომავალი სეზონისთვის "აიაქსიდან" უკვე შეიძინა ფრენკი დე იონგი.