ლა ლიგა. XXXVII ტურის წინ: "ვალენსიას" შანსი - "ხეტაფეს" და "სევილიას" გრანდები გამოცდიან

AutoSharing Option
მადრიდულ "ხეტაფეს" ოცნებამდე სულ ცოტა უკლია, 58 ქულით მეოთხე ადგილზეა და "სევილიასა" და "ვალენსიას" 3-3 ქულით უსწრებს, თუმცა ამ ტურში მეტოქეს გაბრაზებული ჩემპიონი "ბარსელონა" ელის "კამპ ნოუზე". "ხეტაფეს" ბოლო სამი ვიზიტიდან ორი ამ სტადიონზე სავალალოდ დასრულდა - ორივეჯერ 0:6 დამარცხდა.

ძნელია იმის განსაზღვრა, თუ როგორ შემადგენლობას დააყენებს ერნესტო ვალვერდე, თუმცა ბასკ სპეციალისტს უსმან დემბელესა და რაფაელ ალკანტარას იმედი არ უნდა ჰქონდეს. ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი საგზურისთვის მებრძოლ გუნდს კი ანტუნეში, ბერგარა და ამათი დააკლდებიან. დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებენ მატა და ბრუნო.
ბუნებრივია, ყველაზე დიდი დანაკლისი გუნდის ლიდერის, ხაიმე მატას არყოფნაა.

"ვალენსია" "მესტალიაზე" მე-9 ადგილზე მყოფ "ალავესს" მასპინძლობს, რომელიც უმოტივაციოა.

სამაგიეროდ, "ღამურებმა" მძიმე ბრძოლები გადაიტანეს ევროპალიგაზე "არსენალთან" ორ დაპირისპირებაში. მარსელინოს გუნდი კვლავ საყრდენის გარეშეა, ისევე, როგორც პირველ მატჩში "არსენალთან" - კოკლენი დისკვალიფიცირებულია, კონდოგბია კი ტრავმირებული. "ვალენსიას" არც ტრავმირებული ჩერიშევი ეყოლება. ბასკებს მარიპანი და ბურგი აკლიათ.

"სევილია", რომელმაც ბოლო ტურებში ძალიან ბევრი გაანიავა, ბოლო შანსს "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ჩაებღაუჭება. ანდალუსიელებს ანდრე სილვა, კარისო და ვიობერი აკლიათ ტრავმების გამო, ხოლო ევერ ბანეგა დისკვალიფიცირებულია. მასპინძლებს, რომელთაც სატურნირო ინტრიგა აღარ შემორჩათ, დიეგო კოშტა დისკვალიფიცირებული ჰყავთ, ხოლო სავიჩი და ხიმენესი - ტრავმირებული.

"რეალი" ამ ტურში ბასკეთში მიდის "რეალ სოსიედადთან" სათამაშოდ.

ფაქტები
  • "ბარსელონას" ლა ლიგაში ბოლო 6 საშინაო მატჩი მოგებული აქვს.
  • "ბარსელონას" ბოლო 6 მატჩიდან 5-ში ლა ლიგაში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.
  • "ატლეტიკომ" ლა ლიგაში ბოლო 6 საშინაო მატჩი მოიგო.
  • "ლეგანესის" მონაწილეობით ლა ლიგის ბოლო 7 ტურში 2.5 გოლზე ნაკლები გადის.
  • "ალავესს" 8-ტურიანი მოუგებელი სერია აქვს.
  • ლა ლიგის ბოლო სამ საგარეო მატჩში "რეალის" მონაწილეობით 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

ლა ლიგ. XXXVII ტური
კვირა, 12 მაისი
ბილბაო-სელტა 20:30
ატლეტიკო-სევილია 20:30
ბარსელონა-ხეტაფე 20:30
ბეტისი-უესკა 20:30
ჟირონა-ლევანტე 20:30
ლეგანესი-ესპანიოლი 20:30
რაიო-ვალიადოლიდი 20:30
სოსიედადი-რეალი 20:30
ვალენსია-ალავესი 20:30
ვილიარეალი-ეიბარი 20:30

ბომბარდირები: 34 - მესი (ბარსელონა); 21 - სუარესი (ბარსელონა), ბენზემა (რეალი); 18 - სტუანი (ჟირონა); 17 - ბენ იედერი (სევილია), ასპასი (სელტა); 15 - გრიზმანი (ატლეტიკო), იგლესიასი (ესპანიოლი).

ბოლო ტური
18 მაისი: ალავესი-ჟირონა, სელტა-რაიო ვალეკანო, ეიბარი-ბარსელონა, ესპანიოლი-სოსიედადი, ხეტაფე-ვილიარეალი, უესკა-ლეგანესი, ლევანტე-ატლეტიკო, რეალი-ბეტისი, სევილია-ბილბაო, ვალიადოლიდი-ვალენსია

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მე მიყვარს ბარსა ,მუდამ ბარსასთან ერთად. მესი რაც არ უნდა ილაყბონ შენზე ჩვენთვის მუდამ საუკეთესო ხარ და იქნები! !
samarTliani.
15:21 12-05-2019
0

სიახლეები პოპულარული
ლა ლიგა
#
გუნდი
38
22
10
6
26
76
38
21
5
12
17
68
38
15
16
7
16
61
38
17
8
13
15
59
38
15
14
9
13
59
38
14
11
13
-2
53
38
13
14
11
-4
53
38
13
11
14
-1
50
38
14
8
16
-8
50
38
12
11
14
-11
50
38
11
14
13
-4
47
38
11
12
15
-6
45
38
11
11
16
-7
44
38
10
11
17
-9
41
17
ვალიადოლიდი
38
10
11
17
-19
41
38
9
10
19
-16
37
19
უესკა
38
7
12
19
-22
33
20
ვალეკანო
38
8
8
22
-29
32