"სოსიედადმა" "რეალს" 3:1 მოუგო - ზიდანს ერთი სული აქვს, სეზონი როდის დასრულდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 მაისს, ლა ლიგის ბოლოსწინა ტურში "სოსიედადმა" საკუთარ მოედანზე 3:1 მოუგო "რეალს".

ამ მატჩს არც ერთი გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

"ბლანკოსის" მცველმა ვალეხომ მე-40 წუთზე კარში დარტყმული ბურთი ხელით მოიგერია და მსაჯმა გააძევა. მიმდინარე სეზონში პრიმერაზე "რეალის" 6 ფეხბურთელი გააძევეს და ეს ტოპ 5-ის ლიგის ანტირეკორდია.

სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში არ შეიყვანა განაცხადში თავდამსხმელი გარეთ ბეილი, რომელსაც ცოცხალი თავით არ უნდა მადრიდიდან აბარგება და თუ ბოლომდე ჯიუტობა გააგრძელა, მომავალ სეზონში დუბლებში
მოუწევს ბურთის გორება.

"რეალი" ზედიზედ მეორე სეზონია ვერ მოხვდა ტოპ 2-ეულში, რაც უკანასკნელად 45 წლის წინ მოხდა. ამას გარდა, ამ საუკუნეში პირველად დამარცხდა ჩემპიონატზე თერთმეტჯერ.

რაც მწვრთნელი ზიდანი დაბრუნდა, "სამეფო გუნდმა" 5-დან ვერც ერთი გასვლითი მატჩი ვერ მოიგო - 3 წაგება და 2 ფრე. მან ნამატჩევს განაცხადა, რომ ერთი სული აქვს, სეზონი როდის დასრულდება.

სან სებასტიანი. "ანოეტა". 27 322 მაყურებელი
სოსიედადი - რეალი 3:1
გოლები: 0:1 ბ. დიასი (6), 1:1 მერინო (26), 2:1 ზალდუა (57), 3:1 ბარენეჩეა (67)
გაძევება: ვალეხო (39)
გამოუყენებელი პენალტი: ვილიან ხოსე (40)
მკითხველის კომენტარები / 6 /
გელა 67-ო, როცა შენს სტადიონზე გამარცხებს სტუმარი გუნდი, ამას ნამდვილად არაფერი შეედრება. ( დამსახურებულად აიაქსის მაგალითი)
barsa
17:38 13-05-2019
1
ასევე,ბარსასაც,კიდე ბევრს მივულოცავთ,
რაული
08:15 13-05-2019
4

სიახლეები პოპულარული
ლა ლიგა
#
გუნდი
37
22
9
6
26
75
37
21
5
11
19
68
37
14
16
7
14
58
37
15
13
9
13
58
37
16
8
13
13
56
37
13
14
10
-2
53
37
13
11
13
-4
50
37
13
8
16
-10
47
37
12
11
14
-12
47
37
11
13
13
-4
46
37
11
12
14
-5
45
37
11
10
16
-7
43
16
ვალიადოლიდი
37
10
11
16
-17
41
37
10
10
17
-9
40
37
9
10
18
-15
37
19
ვალეკანო
37
8
7
22
-29
31
20
უესკა
37
6
12
19
-23
30