"ბარსელონამ" "ხეტაფე" დაამარცხა - ტრავმირებული კოუტინიო ფანებმა სტვენით გააცილეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 მაისს, ლა ლიგის 37-ე ტურში "ბარსელონამ" 2:0 მოუგო "ხეტაფეს".

"ბარსა" 2 ტურის წინ გახდა ჩემპიონი და ამ მატჩს მისთვის არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა.

69-ე წუთზე მარცხენა ბარძაყის ტრავმა მიიღო ნახევარმცველმა კოუტინიომ და მიმდინარე სეზონში მისი თამაშით უკმაყოფილო გულშემატკივრებმა მოედნიდან სტვენით გააცილეს. თუმცა ზოგიერთმა ქომაგმა ტაშიც დაუკრა.

ბრაზილიელს 10 დღე მოუწევს უქმობა და 25 მაისს, ესპანეთის თასის ფინალში "ვალენსიასთან" სათამაშოდ მზად იქნება.

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 57 088 მაყურებელი
ბარსელონა - ხეტაფე 2:0
გოლები: 1:0 ვიდალი (39), 2:0 არამბარი (89, საკ. კარში)

ბარსელონა: სილესენი, რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა, ვიდალი, ბუსკეტსი, რაკიტიჩი (ალენია 61), მესი, მალკომი (სემედუ 78), კოუტინიო (რუისი 69)

ხეტაფე: სორია, სუარესი, დაკონამი, კაბრერა, ოლივეირა, ფულკე (საისი 75), მაკსიმოვიჩი, არამბარი, სიბასაკი (პორტილიო 46), მოლინა, ანხელი (დურო 86)
მკითხველის კომენტარები / 5 /
მარცხდებით თუ იგებთ ყოველთვის თქვენ ერთგულ ქომაგად ვრჩები. ძალიან მიყვარხართ ჩვენო ბარსა! ფეხბურთში ყველაფერი ხდება როცა გგონია, რომ უკვე ერთი ნაბიჯიღა გიკლია მოგებამდე ზუსტად მაგ დროს გაქცევს ზურგს ფორტუნა. ამიტომაც მიყვარს ფეხბურთი თავისი მოულოდნელობით, ყველა დანარჩენ სპორტის სახეობებზე. ჩემს უსაყვარლეს ლეოზე, რა ვთქვა შენ ხარ მსოფლიო დონის ფეხბურთელი! შენი ლამაზი თამაშები წონის ყველანაირ წაგებებს. წარმატება ბარსას და მესის!
ნონა
17:24 13-05-2019
0
მალადეც ბარსა, საკუთარ თავს აჯობეს და ხეტაფეს მოუგეს! აბა რომასთან და ლივერპულთან უაზრობაა თამაში, მაინც გაფარჩაკდებიან და ეიბარებს, ლეგანესებს და ჟირონებს ეთამაშოს და გადაურბინოს, რომ მერე მთელმა მსოფლიომ ადიდოს 30 წლის წინ ევროსარბიელზე 1 ტიტულის მომგები გუნდი.
kroosi
12:03 13-05-2019
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული