L’Équipe: "რეალმა" ედენ აზარის ტრანსფერი 100 მილიონად გაჩარხა

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, "ჩელსისა" და ბელგიის ნაკრების ნახევარმცველის, ედენ აზარის "რეალში" გადასვლა საბოლოოდ გადაწყდა.

გამოცემის მტკიცებით, "რეალმა" რამდენიმე კვირის წინ შეათანხმა აზარის ტრანსფერი და ეს სიამოვნება დაახლოებით 100 მილიონი ევრო დაუჯდება.

28 წლის ფეხბურთელის ბლანკოსში გადასვლას ოფიციალურად 29 მაისს გამოაცხადებენ. ის ბოლო მატჩს "ჩელსიში" ბაქოში, ევროპა ლიგის ფინალში ჩაატარებს.

მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 37 შეხვედრაში ედენმა 16 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ლა ლიგის უკანასკნელ ტურში "სოსიედადთან" დამარცხების შემდეგ, "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა დაიჩივლა, რომ ერთი სული აქვს, სეზონი როდის
დასრულდება. ახალი გუნდის მშენებლობას ზიდანი აზარის ირგვლივ დაიწყებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძლივს არ მოდის ფეხბურთელი ყველაზე მაგარი გამთამაშებელი დავიღალე რონალდოს და ბეილის ეგოისტობით...
აკაკი
22:02 13-05-2019
8

სიახლეები პოპულარული