მშვიდობით, "ატლეტიკო"! გამარჯობა, "ბარსელონა"? - ანტუან გრიზმანმა "როხიბლანკოდან" წასვლა გვაუწყა

AutoSharing Option
თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი სეზონის დასრულებისთანავე "ატლეტიკოს" დატოვებს - ამ ინფორმაციას მადრიდული კლუბის საიტი ავრცელებს.

გრიზმანი კარიერას, სავარაუდოდ, "ბარსელონაში" გააგრძელებს. 1-ლი ივლისიდან მისი კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 200 მილიონი ევროდან 120 მილიონამდე შემცირდება.

"ეს შესანიშნავი 5 წელი იყო, მადლობა ყველაფრისათვის, მუდამ ჩემს გულში დარჩებით", - ამ სიტყვებით დაემშვიდობა 28 წლის ფორვარდი გულშემატკივრებს.

გრიზმანი "ატლეტიკომ" 2014 წელს "სოსიედადისგან" 30 მილიონ ევროდ შეიძინა.

მან "ატლეტიკოში" 256 მატჩში 133 გოლი გაიტანა და მასთან ერთად ევროპა ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორ ვითაედება ბარსა?! ატლეტიკოდან ყიდულობს უკვე თავდამსხმელებს. 5 წელია გრიზმანი მიჩვეულია ეულ ფორვარდად თამაშს, რომელსაც სივრცე რომ მიეცემა გაქცევა და დარტყმა ევალება და მეჭვება ბარსას შესაფერი იყოს.
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული