"რეალის" 13 ფეხბურთელი, რომლებიც ზიდანს არ სჭირდება

AutoSharing Option
ესპანურმა გამოცემა Marca-მ გამოაქვეყნა 13 ფეხბურთელისაგან შემდგარი სია. ამ სიაში იყვნენ ჩამოთვლილი ის მოთამაშეები, რომლებიც ზიდანს მომავალ სეზონში აღარ სჭირდება. ეს არ ნიშნავს, რომ ეს ფეხბურთელები გუნდს აუცილებლად დატოვებენ. ან თუ ვინმე წავა, მაინცდამაინც არ გაყიდიან, იჯარით გაშვებაც შესაძლებელია.

ამ სიაში პირველი კეილორ ნავასია. 32 წლის მეკარეს უთხრეს, რომ მომავალ სეზონში "რეალის" ძირითადი მეკარე ტიბო კურტუა იქნება. ასევე, დადის ხმები, რომ ნავასი დე ხეას შეცვლის "მანჩესტერში". კეილორს "რეალთან" კონტრაქტი კიდევ 1 წლით აქვს. Transfermarkt მეკარეს 12 მილიონ ევროდ აფასებს.

Sportall.Ge

არც
სერხიო რეგულონი შედის ზინედის ზიდანის გეგმებში, მიუხედავად იმისა, რომ "რეალის" გულშემატკივრებს ის მოსწონთ. კონტრაქტი რეგულონთან მომდევნო წელს იწურება. Transfermarkt-ი მას 15 მილიონ ევროდ აფასებს.

Sportall.Ge

ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტან ხესუს ვალეხოს სათამაშო დრო თითქმის არ ეძლევა. ამას ისიც დაემატა, რომ მადრიდულმა კლუბმა "პორტუდან" ცენტრალური მცველი ედერ მილიტაო იყიდა. დიდია იმის ალბათობა, რომ ვალეხოს ზიდანი გაუშვებს. ცენტრალური მცველის სავარაუდო ფასი 10 მილიონი ევრო გახლავთ.

Sportall.Ge

ტეო ერნანდესმა გასული სეზონი "რეალ სოსიედადში" გაატარა. ლუკა ერნანდესი ძმა იჯარის ვადის გასვლის შემდეგ "რეალს" უნდა დაუბრუნდეს. თუმცა მის მიმართ ინტერესს "ნაპოლი" იჩენს და მადრიდული კლუბი მის 30 მილიონ ევროდ გაყიდვას აპირებს.

Sportall.Ge

"ბეტისის" შემადგენლობაში თამაშის დროს დანი სებალიოსი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა. მაშინ შემოთავაზებები, როგორც "რეალიდან", ისე "ბარსადან" ჰქონდა, დანიმ მადრიდი აირჩია, თუმცა ისე ვერ ითამაშა, როგორც ელოდნენ. მარკას ინფორმაციით, ზიდანი უკვე ესაუბრა სებალიოსს და უთხრა, რომ მის გეგმებში არ შედის. Transfermarkt-ზე მისი ფასი 20 მილიონი ევროა.

Sportall.Ge

მარკას მიხედვით, ხამეს როდრიგესთან ზიდანს ძველი კონფლიქტი აქვს. თუ მას "ბაიერნი" არ გამოისყიდის, კოლუმბიელს "იუვენტუსს" შესთავაზებენ. ხამესს "რეალთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს.

Sportall.Ge

ჩვენთვის კარგად ნაცნობი "ვიტესის" წლის საუკეთესო ფეხბურთელი მარტინ ედეგორი, დიდი ალბათობით, ისევ იჯარით წავა რომელიმე კლუბში. ნორვეგიელის მომავალ კლუბად "აიაქსს" ასახელებენ.

Sportall.Ge

ბრაჰიმ დიასი "რეალში" მეტ სათამაშო დროს ითხოვს, თუმცა ამის იმედი ახალგაზრდა ესპანელს ჯერ არ უნდა ჰქონდეს. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი ფასი 17 მილიონი ევროა.

Sportall.Ge

დიდია იმის შანსი, რომ მატეო კოვაჩიჩი "ჩელსიში" გადავიდეს. შეთანხმება 2018 წლიანად გაფორმდება და ლონდონელები ხორვატის გუნდში აყვანას სატრანსფერო შეზღუდვის შემთხვევაშიც შეძლებენ.

Sportall.Ge

გუნდში არ მოიძებნება ადგილი 20 წლის ოსკარ ფერნანდესისთვის. "რეალის" აღზრდილი ფეხბურთელი კლუბს დატოვებს. Transfermarkt-ი მას 6 მილიონ ევროდ აფასებს.

Sportall.Ge

რა თქმა უნდა, გარეთ ბეილი წამსვლელთან სათავეშია. მხოლოდ ერთი პატარა პრობლემაა მოსაგვარებელი, ანუ უელსელის წლიური ხელფასი - 17 მილიონი ევრო.

Sportall.Ge

მადრიდული კლუბის კიდევ ერთი აღზრდილი ბორხა მაიორალი ისეთ ასაკშია, რომ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, თუმცა ზიდანის "რეალში" სასურველი წუთების მისაღებად კლასი არ ჰყოფნის. წინა სეზონში "ლევანტეში" იყო განათხოვრებული და მხოლოდ 3 გოლის გატანა შეძლო. მისი ფასი Transfermarkt-ზე 5 მილიონი ევროა.

Sportall.Ge

მარკა თვლის, რომ წლევანდელ ლა ლიგაში 13 გოლის გამტანი რაულ დე ტომასი ზიდანს არ სჭირდება. As-ი კი სხვა ინფორმაციას ავრცელებს - თუ "რეალის" ცენტრალურ თავდამსხმელს არ იყიდის, "რაიო ვალეკანოდან" დაბრუნებული დე ტომასი ბენზემას დუბლიორი იქნება.

Sportall.Ge

ამ ფეხბურთელები დიდი ნაწილი მაინც დატოვებს კლუბს, თუმცა კონკრეტულად ვინ, ამას ალბათ, მალე გავიგებთ. "რეალს" სჭირდება რეორგანიზაცია, თორემ ფაქტია, გუნდმა აღნიშნულ სეზონში ძალიან ცუდი შედეგები აჩვენა. შეიძლება ამ ფეხბურთელების ბრალი ეს არაა, თუმცა აღნიშნულ მოთამაშეებს მადრიდული კლუბის გაძლიერება ნაკლებად შეუძლიათ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული