სანტი კასორლა გასაოცარი ფეხბურთელია. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში სანტიმ 10 ოპერაცია გაიკეთა ფეხზე. შარშან ზაფხულში უკლუბოდ დარჩა, რადგან ლონდონის "არსენალთან" კონტრაქტი დაუმთავრდა.
34 წლის კასორლა მშობლიურ "ვილიარეალში" დაბრუნდა, გმირულად იბრძოლა კლუბის ლა ლიგაში დასარჩენად და მოახერხა კიდეც ამის გაკეთება. მისი კარგი თამაში ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და ესპანეთის ეროვნულ გუნდში უხმეს.
კასორლამ ამ სეზონში 45 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბოლო დროს სანტის არანაირი ტრავმა არ მიუღია და 2019 წელს თითქმის შეუცვლელად თამაშობს.
ესპანელმა ფეხბურთელმა,
მომზადებულია sports-ის მიხედვით