"რეალი" კრისტიან ერიკსენს ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ წარადგენს

AutoSharing Option
El Chiringuito-ს ცნობით, "რეალი" "ტოტენჰემის" ნახევარმცველ კრისტიან ერიკსენს ოფიციალურად ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ წარადგენს.

ადრე გვაუწყეს, რომ 27 წლის დანიელმა ფეხბურთელმა "რეალთან" პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა.

მას "ტოტენჰემთან" ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი "ტოტენჰემსა" და "ლივერპულს" შორის მადრიდში პირველ ივნისს, "ვანდა მეტროპოლიტანოს" სტადიონზე გაიმართება.

ერიკსენი "ტოტენჰემმა" "აიაქსისგან" 2013 წელს 13.5 მილიონ ევროდ შეიძინა, პრემიერლიგაში გასულ სეზონში კი 35 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული