"რეალის" ყოფილმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ გუნდში ზინედინ ზიდანის დაბრუნებაზე ისაუბრა.
"ჩემის აზრით, ზიდანის დაბრუნება პრაქტიკულად გმირობაა. ის ხვდებოდა, რომ რისკავდა, მაგრამ ეს ნაბიჯი გადადგა.
პრეზიდენტი და კლუბი მისი მადლიერნი უნდა იყვნენ, ერთი ძეგლი სტადიონზე უნდა დაუდგან, მეორე კი - პერესის ბაღში.
ზიდანი რომ არ დაბრუნებულიყო, სეზონი ასე მშვიდობიანად არ დასრულდებოდა.
როდესაც კლუბს სპორტული დირექტორი არა ჰყავს, გადაწყვეტილებები მწვრთნელმა უნდა მიიღოს.
მან დაბრუნება იმის სანაცვლოდ გადაწყვიტა, რომ მომავალ სეზონში შემადგენლობას მხოლოდ თვითონ შეარჩევს", - განუცხადა ვალდანომ ESPN-ს.