მარსელინიო: მთელს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ

AutoSharing Option
ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონას" დამარცხების (2:1) შემდეგ "ვალენსიას" მწვრთნელი მარსელინიო სიხარულს ვერ მალავდა.

"ეს ჩემი პირველი ტიტულია. მთელს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ. ეს ჩემს კარიერაში ყველაზე ბედნიერი დღეა.

მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს, პერსონალს და ჩემს ოჯახს.

გასული სეზონი შესანიშნავი იყო, ეს სეზონი კი მთლად კარგად ვერ დავიწყეთ, მაგრამ გულშემატკივართა და კლუბის დახმარებით თასი მოვიგეთ", - ციტირებს მარსელინიოს "მუნდო დეპორტივო".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული