ერნესტო ვალვერდეს სამშაბათს გადააყენებენ?

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუს არ უნდოდა რადიკალური ზომებისთვის მიემართა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის და ესპანეთის თასის ფინალში დამარცხების შემდეგ ეტყობა, მოუწევს რაღაცის შეცვლა.

კატალონიური "სპორტი" და "მუნდო დეპორტივო" იუწყებიან, რომ ბარტომეუმ სამშაბათს, 28 მაისს კლუბის დირექტორთა საბჭოს რიგგარეშე კრება დანიშნა, რომელზეც გუნდის წარუმატებლობის მიზეზებსა და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე იმსჯელებენ.

კრება გუნდის სათავეში ერნესტო ვალვერდეს დატოვების მიზანშეწონილობას განიხილავს და შესაძლოა, კლუბის გენერალური დირექტორი პეპ სეგურაც გადააყენონ, რომელიც ახლა რატომღაც განტევების ვაცის როლშია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
არ ვარ ბარსას გულშემატკივარი მაგრამ თუ ფეხბურთი გიყვარს მესი უნდა გიყვარდეს სადაც არ უნდა ითამაშოს მაგარი იქნება ყოველთვის, გენიალურია,რაებს აკეთებს და როგორ ადვილად, თითქოს რა მარტივია ესა თუ ის ილეთი, რაც შეეხება წაგებულ ნახევარ ფინალს, სისულელეა მესიზე დაბრალება,დანარჩენს არ მივცემ თავს უფლებას რომ ვთქვა,არგენტინა ყოველთვის არგენტინა იქნება,არ არის ცუდი ნაკრები, მწვრთნელი ვერ ნახეს ძლიერი დამიჯერეთ,მესი არაფერ შუაშია.
ზაზა
22:19 27-05-2019
1
ასე მგონია, ამაშია საქმე, ჩემი აზრით, და ასეთი ფსევდონიმებით დაფიქსირება ერთი კაცის ხელწერაა! ეხლა ჩემი სათქმელი, ნუ შეუკიკინეთ მესის.
0

სიახლეები პოპულარული