"ბარსელონამ" ერნესტო ვალვერდეს აცნობა, რომ გადააყენებს - მას, სავარაუდოდ, რობერტო მარტინესი შეცვლის

AutoSharing Option
"ბარსელონამ" მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს აცნობა, რომ გადააყენებს. ეს ინფორმაცია El Chiringuito TV-ის ჟურნალისტმა ხოაკიმ დომენეკმა გაავრცელა.

კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო დარჩა გუნდის ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასზე წარუმატებლობით და ვალვერდეს გადაყენების გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო.

კატალონიური "სპორტის" ცნობით, "ბარსამ" მოლაპარაკება წამოიწყო ბელგიის ნაკრების თავკაცთან, რობერტო მარტინესთან. მარტინესი თანახმაა, შეთავაზებას დათანხმდეს, მაგრამ იქამდე ბელგიის ფეხბურთის ფედერაციას უნდა მოელაპარაკოს.

სხვათა შორის, მარტინესი კატალონიელია. ის ავტონომიური გაერთიანების დასავლეთით მდებარე ქალაქ ბალაგერშია დაბადებული.

მკითხველის კომენტარები / 6 /
გინდათ ჩემპიონთა ლიგის მოგება რად გინდათ მწვრთვნელების ცვლა უბრალოდ იყიდეთ კრიშტიანო და აგაწევინებთ ყურებიან თასს.გარანტია? 5 წელიწადში 4 თასი
კეთილისმსურველი
18:03 29-05-2019
3
გვარდიოლას ტიკიტაკი ცენტრში 50 პასით ფეხბურთის პროვოკაციაა.ამიტომაცაა ჩ.ლ-ას ვერც თვითონ იგებს და ვერც მისი დანატოვარი ბარსა და ბაიერნი.პრინციპულ თამაშებს ყოველთვის შემტევი,მებრძოლი გუნდები უგებენ.
ასეა ეს
17:54 29-05-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული