"მარკამ" ლეო მესი ლა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა, მთავარ იმედგაცრუებად - "რეალი"

AutoSharing Option
"მარკამ" "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი ლა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.

მან ესპანეთის ჩემპიონატის 34 მატჩში 36 გოლი გაიტანა და "ოქროს ბუცი" მეექვსედ მოიგო.

გამოცემამ სეზონის მთავარ იმედგაცრუებად გუნდებიდან "რეალი", ხოლო ფეხბურთელებიდან "ატლეტიკოს" ნახევარმცველი ტომას ლემარი მიიჩნია.

"ბლანკოსი" პრიმერაზე "ბარსას" 18 ქულით ჩამორჩა და ზედიზედ მეორე წელია პირველ ორეულში ვერ ხვდება, რაც უკანასკნელად 45 წლის წინ მოხდა.

რაც შეეხება ლემარს, "ატლეტიკომ" "მონაკოსგან" 72 მილიონ ევროდ შეიძინა. ეს გასულ წელს ესპანეთში ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი იყო და 31 მატჩში 3
გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.



მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა რა ? მესი აბა სხვა ვინ! გენაცვალე მესი, გილოცავ სულით და გულით! ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ ლეგენდავ! სეზონის კარგად დაწყებული , ბოლოს ყოვლად გაუგონარი ჩავარდნა დავიწყებას უნდა მიეცეს. ახალი სეზონი ახალი წარმატებებით უნდა დაიწყოთ!!! რაც შეეხება ნეიმარის სავარაუდოდ მოსვლას ნამდვილად მივესალმები!
ნონა
10:52 29-05-2019
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული