ესპანეთის პოლიცია მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელის, რაულ ბრავოს დაკავების კადრებს ავრცელებს.
ბრავო, 10 სხვა პირთან ერთად, სამართალდამცველებმა 28 მაისს დააკავეს. მათ ლა ლიგისა და ლა ლიგა 2-ის მატჩების გარიგება ედებათ ბრალად.
დაკავებულებს შორის არიან "ვალიადოლიდის" ფეხბურთელი ბოხა ფერნანდესი, ყოფილი მოთამაშე კარლოს არანდა, "ხეტაფეს" ნახევარმცველი სამუელ სიაზ ალონსო და "დეპორტივოს" მცველი ინიგო ლოპესი.
დაკავებულებს შორის არიან "ვალიადოლიდის" ფეხბურთელი ბოხა ფერნანდესი, ყოფილი მოთამაშე კარლოს არანდა, "ხეტაფეს" ნახევარმცველი სამუელ სიაზ ალონსო და "დეპორტივოს" მცველი ინიგო ლოპესი.
დაკავებულია ასევე საფეხბურთო კლუბ "უესკას" პრეზიდენტი აგუსტინ ლასაოსა და სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელი დალინდო ლანუზა.