ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 33 წლის ფეხბურთელს ფლორენტინო პერესთან უთანხმოება აქვს და კლუბის დატოვებას აპირებს, რამოსი არ ადასტურებს, თუმცა ადასტურებს, რომ ჩინური ვარიანტი აქვს და მას ალტერნატივად განიხილავს.
"მე მადრიდისტა ვარ და კარიერის დასრულება აქ მსურს. არ მინდა, რომ გულშემატკივრებს ეჭვი გაუჩნდეთ. ჩემი მომავლის შესახებ ბევრი სპეკულაცია მესმოდა, ამიტომ სურვილი გამიჩნდა, რომ საკუთარი მოსაზრება კლუბისთვის გამეცნო. ფლორენტინო პერესთან მამაშვილური ურთიერთობა მაქვს.
ჩინეთიდან წინადადება
არის და თუ ვიგრძნობ, რომ მადრიდში საჭირო აღარ ვიქნები, ამ ალტერნატივას განვიხილავ, მაგრამ ამ მომენტისთვის "რეალთან" კონტრაქტი მაკავშირებს.
ჩინეთიდან წინადადება
"აიაქსთან" მატჩმა დაგვაფიქრა და მივხვდით, რომ ცვლილებები საჭიროა, თუმცა გულშემატკივრებისგან, თანაგუნდელებისგან და პრეზიდენტისგან ვგრძნობ, რომ აქ ჯერ კიდევ საჭირო ვარ", - განაცხადა სერხიო რამოსმა.
33 წლის მცველი მადრიდის "რეალის" ღირსებას 2005 წლიდან იცავს.
მან "სამეფო კლუბთან" ერთად 4-4-ჯერ ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 2-ჯერ ესპანეთის თასი და 3-3-ჯერ ესპანეთის და ევროპის სუპერთასი მოიგო.
ამასთან ერთად, ის ესპანეთის ნაკრებთან ერთად ორგზის ევროპის და ერთგზის მსოფლიო ჩემპიონია.