ხორვატებმა "ბარსელონას" ახალ ფორმას დასცინეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ახალი ფორმის შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით. მაისურები ჭადრაკის დაფის მსგასად არის შექმნილი.

როგორც კლუბში განაცხადეს, ფორმის შექმნისას დიზაინერების შთაგონების წყაროს "ბარსელონას" ერთ-ერთი უბანი - ეშამპლე წარმოადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ არტისტული შთაგონების საწყისი ქალაქის დასახლება იყო, "ბარსას" მაისურის ფორმა ძალიან ჰგავს ხორვატიის ეროვნული გუნდის მაისურს. სწორედ ეს მსგავსება იყო უკვე ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის პოსტის შთაგონების წყარო.

"კარგი მცდელობაა, "ბარსელონა", თუმცა წითელ-თეთრ კვადრატებს მაინც ვერ აჯობებთ".
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ როგორც "ბარსას", ისე ხორვატიის ეროვნული გუნდის მაისურებს ამერიკული კომპანია Nike-ი ამზადებს. "ბარსელონას"
ახალი ფორმის გაყიდვა კი დღეიდან დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბიზნესის ეს... ფორმებიც ჩვეულებრივი ბიზნესია..
Dato
17:32 04-06-2019
0
ბარსას 10 % ითამაშონ ჩვენმა გუნდებმა და რაც უნდათ ის ჩაიცვან
მესი
16:28 04-06-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული