
ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, რის შემდეგაც კლუბთან 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მადრიდში 2025 წლის ივნისამდე დარჩება.
სერბმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში ბუნდესლიგაში 32 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 17 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, "რეალს" ფეხბურთელის ტრანსფერი 70 მილიონი ევრო დაუჯდა.