AS-ის ცნობით, "ჩელსი" ნახევარმცველ ედენ აზარის "რეალისთვის" 100 მილიონ ევროდ მიყიდვაზე დათანხმდა.
ეს ამბავი ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ ბელგიის ნაკრებში მყოფ აზარს აცნობა. სატრანსფერო თანხა ბონუსებიანად 100 მილიონს შეადგენს.
"ბლანკოსი" ედენს, სავარაუდოდ, ხუთწლიან კონტრაქტს გაუფორმებს და არაა გამორიცხული, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება დღესვე გააკეთოს.
ბელგიის ნაკრები ევროპირველობის ორ უახლოეს მატჩში ყაზახეთს (8 ივნისს) და შოტლანდიას (11 ივნისს) შეხვდება.