"ლიონის" მცველი "რეალში" განმეორებით მედშემოწმებას გაივლის

AutoSharing Option
"ლიონის" 23 წლის მცველის, ფერლან მენდის "რეალში" გადასვლა დროებით გადაიდო.

"მარკას" ცნობით, ოთხშაბათს ტრანსფერი ოფიციალურად უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ ფეხბურთელს განმეორებითი სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწევს.

გასულ სეზონში მენდის ბარძაყის ტრავმა ჰქონდა და "რეალს" სურს დარწმუნდეს, რომ უკვე აღარ აწუხებს.

2018/19 წლების სეზონში მენდიმ ყველა ტურნირზე 44 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.