ესპანელი ჟურნალისტი ხოსე პედრეროლი ირწმუნება, რომ დღეს, 7 მაისს "ჩელსის" ნახევარმცველი ედენ აზარი "რეალში" გადაბარგდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ეთერში გასვლას არ აპირებს.
"რეალისთვის" აზარის ტრანსფერი საკვანძოა და კლუბს უნდა, სასწრაფოდ გამოაცხადოს. ეს გარიგება სასარგებლო უნდა იყოს.
ელოდნენ, რომ კონტრაქტი გუშინ დილით უნდა გაფორმებულიყო, მაგრამ ვერ მოხერხდა და საბუთებს დღეს საღამოსთვის ამზადებენ.
გუნდის გულშემატკივრებს ვულოცავ, აზარი "რეალში" გადადის. ხვალამდე ან იმ დრომდე, ვიდრე ეს არ მოხდება. მშვიდობით", - ციტირებს პედრეროლს "მარკა".
პედრეროლი სატელევიზიო პროგრამა" Jugones-ის წამყვანია და ეთერში დღეს უნდა გავიდეს.