მადრიდის "რეალმა" ახალი საშინაო ფორმა წარადგინა [PHOTO]

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" 2019-20 წლების სეზონისთვის საშინაო ფორმა წარადგინა.

ფორმა ტრადიციული თეთრი ფერისაა, სპონსორების და ტურნირის ლოგოები კი ოქროსფერ ფერშია გამოსახული.

მომავალ სეზონში "სამეფო კლუბის" ტექნიკური სპონსორი კვლავ Adidas-ია, გენერალური სპონსორი კი - Fly Emirates-ი.

აღსანიშნავია, რომ ფოტოსესიაში მონაწილეობა კეილორ ნავასმა და გარეთ ბეილმაც მიიღეს, რომლებიც დიდი ალბათობით, კლუბს ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებენ.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული