"რეალი" 12 ივნისს იოვიჩს წარადგენს, 13 ივნისს აზარს - შემდეგი პოგბაა?

AutoSharing Option
"რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე დაიჩივლა, რომ ერთი სული ჰქონდა, როდის დასრულდებოდა ჩემპიონატი და ახალ სეზონში სრულიად განსხვავებულ გუნდს ვიხილავთ.

მართლაც, უკვე დაიწყო ბლანკოსის გადახალისება, შეიძინეს თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი (აინტრახტი) და ნახევარმცველი ედენ აზარი (ჩელსი). პირველის პრეზენტაცია "სანტიაგო ბერნაბეუზე" ოთხშაბათს გაიმართება, მეორის კი - ხუთშაბათს.

ამას გარდა, ზიდანმა კლუბის ხელმძღვანელობას კატეგორიულად მოსთხოვა "მანჩესტერის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას ნებისმიერ ფასად ყიდვა.

რაც შეეხება წამსვლელებს, თავდამსხმელ გარეთ ბეილს ცოცხალი თავით
არ უნდა მადრიდიდან აბარგება - ამბობს, ფეხბურთს თუ არ მათამაშებენ, გოლფს ვითამაშებო; მეკარე კეილორ ნავასი კი მზადაა ნავსაყუდელი გამოიცვალოს, მაგრამ მუქთად გაშვება ითხოვა, რაზეც უარი მიიღო. მიუხედავად "სამეფო გუნდის" წინაშე დიდი დამსახურებისა, მას 20 მილიონ ევროზე ნაკლებად ვერ შეელევიან.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რეალში ვინც მეჯავრება ეს არის რამოსი. როგორ ბინძური პიროვნებაცაა ისეთი მყრალი ენაც აქვს!
1

სიახლეები პოპულარული
ლა ლიგა
#
გუნდი
38
22
10
6
26
76
38
21
5
12
17
68
38
15
16
7
16
61
38
17
8
13
15
59
38
15
14
9
13
59
38
14
11
13
-2
53
38
13
14
11
-4
53
38
13
11
14
-1
50
38
14
8
16
-8
50
38
12
11
14
-11
50
38
11
14
13
-4
47
38
11
12
15
-6
45
38
11
11
16
-7
44
38
10
11
17
-9
41
17
ვალიადოლიდი
38
10
11
17
-19
41
38
9
10
19
-16
37
19
უესკა
38
7
12
19
-22
33
20
ვალეკანო
38
8
8
22
-29
32