"ბარსელონასა" და ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველმა ფელიპე კოუტინიომ გასულ სეზონში თავისი თამაში კრიტიკულად შეაფასა.
"საუკეთესო სეზონი არ ჩამიტარებია. იმაზე გაცილებით უარესად ვითამაშე, ვიდრე გულშემატკივარი ელოდა. თვითრწმენის დასაბრუნებლად ბევრს ვმუშაობ", - განუცხადა კოუტინიომ "მარკას".
გასულ სეზონში კოუტინიომ 54 მატჩში 11 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა, "ბარსასთან" კონტრაქტი კი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფელიპეს გუნდის გამოცვლა უნდა, ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას უთხრა და მისი სამსახურით პსჟ-ია დაინტერესებული.