"ატლეტიკოს" თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა, მაგრამ ყველაფერი მადრიდული კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა მიგელ ანხელ ხილ მარინმა განმარტა.
"ჯერ კიდევ მარტიდან ვიცოდით, რომ გრიზმანი "ბარსელონაში" გადავიდოდა. შეთანხმება მიღწეულია", - ციტირებს მარინს კატალონიური "სპორტი".
გრიზმანის "ბარსაში" გადასვლის წინააღმდეგები ამ გუნდის ფეხბურთელები იყვნენ, რადგან გასულ ზაფხულს მან ბოლო მომენტში გადაიფიქრა მათთან გადაბარგება, მაგრამ მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ და კლუბის ხელმძღვანელობამ საბოლოოდ თავისი გაიტანეს.
"ბლაუგრანას" გრიზმანის ტრანსფერის 120 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეუძლია.
მან გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 47 მატჩში 21 გოლი და 10
საგოლე გადაცემა მიითვალა.