ედენ აზარის პრეზენტაციას 50 ათასი გულშემატკივარი დაესწრო - ისინი მბაპეს სახელს სკანდირებდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ჩელსიდან" გადასულმა ნახევარმცველმა ედენ აზარმა მედშემოწმება გაიარა და "რეალმა" წარადგინა.

აზარს 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს კონტრაქტი, პრეზენტაციას კი ფეხბურთელის მშობლები და ძმები  ესწრებოდნენ.

ეს სიამოვნება "ბლანკოსს" 100 მილიონი ევრო დაუჯდა და ახალი "რეალის" მშენებლობა მის ირგვლივ დაიწყება.

გუნდის გულშემატკივრები სტადიონზე სკანდირებდნენ: "გვინდა მბაპე!"

"სამეფო კლუბის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ განსაკუთრებული ფეხბურთელის შეძენის გამო განსაკუთრებული დღეა, ეს ახლა ედენის სახლია და არაჩვეულებრივ გრძნობებს განიცდიან.

თავად აზარმა თქვა, რომ ბავშვობის ოცნება აისრულა და ახლა მომენტით სურს დატკბეს.

ცნობისათვის, პრეზენტაციაზე დაახლოებით 50
ათასი გულშემატკივარი მივიდა. ამაზე მეტი მხოლოდ 2009 წელს, რონალდოს წარდგენაზე მივიდა - 70 ათასი.


altედენ აზარი მესისთან შედარებაზე: შეუდარებელთან შედარება არ შეიძლება
მკითხველის კომენტარები / 4 /
და ვაბშე რეალის შემადგენლობას ცვლიან? რამდენ ფეხბურთელებს ყიდულობენ, მარა ვარი უკვე დაინერგა და მიკვრაზე პენლები აღარ გაჭრის.
,,,
14 ივნისი 2019 14:03
5
ნამეტანი უაზრო ქუსლაობა უყვარს, თორე ისე კარგი ბიჭია. მბაპე უფრო მაგარია, ჩემი აზრით.
გიგლია
14 ივნისი 2019 12:01
2
მბაპეს გულისთვის მიყვარს პსჟ რა რეალი. დე ლიგიტის გულისთვის უფრო მეყვარება.
....
14 ივნისი 2019 09:13
9
ბეილი ნაკლებად სწრაფი არ არის მბაპეზე, მაგრამ ვერაფერი ქნა, რახამ სწრაფია არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რამეს მიაღწევს რეალში. ჯერ ესეც ერთი მბაპე არსად არ მიდის, მეორეც ერთი, პსჟ უფრო სწრაფი გუნდია.
123
14 ივნისი 2019 08:19
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული