"რეალმა" ტრანსფერებზე გაწეული ხარჯების შემდეგ ბიუჯეტის შევსება და ნახევარმცველ მარკო ასენსიოს გაყიდვა გადაწყვიტა.
თანაც, ასენსიოს საკმაოდ ძვირად, 100 მილიონ ევროდ აფასებს, რაც მისი კლასის ფეხბურთელისთვის, ცოტა არ იყოს, გადაჭარბებული სატრანსფერო თანხაა.
Cadena Ser-ის ცნობით, თავად ასენსიოს "ბლანკოსის" დატოვება არ უნდა.
23 წლის ასენსიომ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 44 მატჩში 6 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.
სხვათა შორის, ასენსიოს კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 700 მილიონია, ხელშეკრულებას კი ყავლი 2023 წლის ზაფხულში გასდის.