საფეხბურთო კლუბ "ტოკიოს" 18 წლის ნახევარმცველი ტაკეფუსა კუბო მადრიდის "რეალში" განაგრძობს კარიერას. ამის შესახებ ინფორმაცია მადრიდელთა პრესსამსახურმა გააავრცელა.
საინტერესო გახლავთ ის, რომ კუბო "ბარსას" აღზრდილია და კატალონიელთა სისტემაში 4 წელი გაატარა, 2011-დან 2015 წლამდე.
ესპანურ გრანდს ტრანსფერის ღირებულების შესახებ არაფერი უთქვამს, თუმცა სხვადასხვა წყარო ამბობს, რომ "რეალს" იაპონელი ფეხბურთელი 2 მილიონი ევრო დაუჯდა.
ამ სეზონში 18 წლის ნახევარმცველმა იაპონური კლუბის შემადგენლობაში 17 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. 9 ივნისს სალვადორის წინააღმდეგ ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი, 67-ე წუთზე "ზალცბურგის" ფორვარდ
იაპონელი მადრიდელთა მე-6 ახალწვეულია ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს. აქამდე "რეალმა" კონტრაქტები როდრიგოსთან, ედერ მილიტაოსთან, ლუკა იოვიჩთან, ფერლან მენდისა და ედენ აზართან გააფორმა.