"მარკა" იტყობინება, რომ "რეალი" პსჟ-ის თავდამსხმელის, ნეიმარის სამსახურით სერიოზულადაა დაინტერესებული.
"ბლანკოსი" მზადაა, ტრანსფერში ნახევარმცველი კაზემირო ჩართოს, რაც გადასახდელ თანხას გარკვეულად შეამცირებს.
გამოცემის მტკიცებით, პარიზულ კლუბს კაზემიროს გადაბირება უნდა და შესაძლოა, მხარეები შეთანხმდნენ.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სარფიანი წინადადების მიღების შემთხვევაში პსჟ ნეიმარს გაყიდის.