ეს ინფორმაცია "მუნდო დეპორტივომ" გაზეთის პირველ გვერდზე გამოაქვეყნა - პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარს "ბარსელონაში" სურს დაბრუნება.
გამოცემის მტკიცებით, ნეიმარმა "პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტს, ნასერ ელ ჰელაიფის განუცხადა: "მე აღარ მინდა პსჟ-ში თამაში. "ბარსელონაში" მსურს დაბრუნება, არ უნდა დამეტოვებინა სახლი".
პარიზული გუნდის მწვრთნელი ტომას ტუხელი დაიღალა ნეიმარის ჭირვეულობით და მოხარული იქნება, თუ გაყიდიან.
პსჟ მზადაა, ბრაზილიელს შეელიოს, ოღონდ მხოლოდ სოლიდური თანხის სანაცვლოდ.
"ბარსელონას" ლიდერმა ლეო მესიმ კი კლუბის პრეზიდენტს, ჟოზეპ ბარტომეუს ნეიმარის დაბრუნება სთხოვა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკან დასაბრუნებლად ნეიმარმა 2017
წელს "ბარსას" სკანდალურად დატოვებისთვის სახალხოდ ბოდიში უნდა მოიხადოს და როგორც ჩანს, ყველაფერი აქეთკენ მიდის.