ლუის ენრიკეს ნაცვლად ესპანეთის ნაკრების მწვრთნელად რობერტ მორენო დანიშნეს

AutoSharing Option
ლუის ენრიკემ ოჯახური მდგომარეობის გამო ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა.

ლუისმა ბოლო 3 მატჩში "ფურია როხას" ვერ უხელმძღვანელა და გუნდს მისი თანაშემწე რობერტ მორენო ხელმძღვანელობდა.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა პრესკონფერენცია სპორტულ დირექტორთან, ხოსე ფრანსისკო მოლინასთან ერთად ჩაატარა და ნაკრების მწვრთნელად მორენოს დანიშვნა იუწყა.

ენრიკემ ესპანეთის ეროვნული გუნდი 2018 წლის ზაფხულში ჩაიბარა და მას შემდეგ ნაკრებმა შვიდი მატჩიდან ხუთი მოიგო და ორი წააგო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული