"პარიზიენის" ცნობით, პსჟ-მა თავდამსხმელ ნეიმარში 300 მილიონი ევრო მოითხოვა.
ნეიმარის დაბრუნებას მხარს "ბარსელონას" წამყვანი ფეხბურთელები უჭერენ, გუნდის ლიდერმა ლეო მესიმ კი კლუბის პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუს მისი შეძენა სთხოვა.
კატალონიური "სპორტი" ამტკიცებს, რომ უკანასკნელ დღეებში "ბარსას" მოთამაშეები ხშირად ურეკავენ ნეიმარს. მათი თქმით, შეცდომას ყველა უშვებს და ის შანსის მიცემას იმსახურებს.
თუმცა, 300 მილიონი ძალიან დიდი თანხაა. Cadena SER-ი ირწმუნება, რომ ამ ფასად ნეის "ბარსელონა" არ შეიძენს და თავდამსხმელ უსმან დემბელეს, რომელსაც ტრანსფერში ჩართვას უპირებდნენ, გუნდში
დატოვებას დაჰპირდნენ.
ისე, სიტუაცია ყოველდღე იცვლება და ხშირად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება.