"ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა რივალდომ პსჟ-დან კატალონიურ გუნდში ფორვარდ ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი.
"ეს დაბრუნება "ბარსელონასაც" წაადგება და ნეიმარსაც. აქ ის ისევ მიიღებს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად გახდომის შესაძლებლობას.
გულშემატკივართა პოზიცია გასაგებია, ვფიქრობ, მათ 70%-ს ნეიმარის დაბრუნება არ უნდა, მაგრამ თუ "რეალს" დაამარცხებენ და ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ, ყველაფერი დაავიწყდებათ.
ნეიმარი "ბარსაში" დასაბრუნებლად და თამაშისგან სიამოვნების მისაღებად საუკეთესო ასაკშია. ჩემი აზრით, მასთან ერთად "ბარსელონას" ისევ შეუძლია ტრებლის შესრულება.
მირჩევნია, "ბარსელონაში" გადავიდეს და არა "რეალში", - განუცხადა რივალდომ As-ს.