ლიონელ მესი 32 წლისაა - "ბარსამ" არგენტინელს დაბადების დღე მიულოცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი ლიონელ მესი იუბილარია.

დღეს, 24 ივნისს, არგენტინის ნაკრების კაპიტანს 32 წელი შეუსრულდა. მესის მშობლიურმა კლუბმა "ბარსელონამ" დაბადების დღე "ტვიტერის" გვერდზე მიულოცა და ვიდეოც გამოაქვეყნა წარწერით:

"ვხედავდით, როგორ იზრდებოდი. ჩვენ შენს სახელს ვსკანდირებდით. უდიადესო! გილოცავთ დაბადების დღეს, ლეო!"

ლიონელ მესი "ბარსას" აღზრდილია და მთავარ გუნდში 2003 წლიდან თამაშობს. დღევანდელი მონაცემებით, ლეომ გუნდთან ერთად 34 ტიტული მოიგო, 10-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, 8-ჯერ მოიგო ესპანეთის სუპერთასი, ასევე, 4-ჯერ დაისაკუთრა ჩემპიონთა ლიგის თასი, 3-ჯერ მოახერხა ევროპის სუპერთასსა და მსოფლიოს კლუბურ ჩემპიონატზე
გამარჯვება.

ასევე, ლიონელ მესის 5-ჯერ აქვს მოგებული "ოქროს ბურთი" - ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო მსოფლიო ფეხბურთში.

სხვათა შორის, 23 ივნისს ზინედინ ზიდანის დაბადების დღე იყო.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
მესის ვულოცავ დაბადების დღეს და ვუსურვებ გამხდარიყოს მსოფლიო ჩემპიონი და ეჯობნოს იმ ნარკომანი მარადონასთვის რათა ხმა ჩააკმენდინოს იმ საზიზღარ ამაშია სამეს.
ა.ს.
21:41 24-06-2019
1
გილოცავთ ვარსკვლავო! გენიოსო! ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ შენი ქომაგები.
ბარსა მესი
21:32 24-06-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული