
კატალონიური "სპორტის" ცნობით, პსჟ-ის თავდამსხმელი ნეიმარი მზადაა, "ბარსელონაში" დასაბრუნებლად გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადოს.
ის საჯაროდ აღიარებს, რომ 2017 წელს "ბარსას" დატოვებისას შეცდომა დაუშვა.
ნეიმარი "ბარსელონაში" გადასასვლელად ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებაზეც დათანხმდა.
The Independent-ი ამტკიცებს, რომ პარიზულმა კლუბმა "მანჩესტერს" ნეიმარის ნახევარმცველ პოლ პოგბაში გაცვლა შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო, მიზეზი კი ბრაზილიელის ამჟამინდელი მაღალი ანაზღაურებაა - 36 მილიონი ევრო წელიწადში.