ავტოავარიაში გარდაცვლილი ხოსე ანტონიო რეიესის 11 წლის შვილი ხოსე რეიეს ლოპესი "რეალში" გააგრძელებს კარიერას.
მას კონტრქტი გაუფორმეს და "ბლანკოსის" ჭაბუკთა გუნდში ივარჯიშებს.
"რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ რეიესის შვილზე იზრუნებს.
"ახალი ეტაპის "რეალში" დაწყებით ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა ყველას, ვინც მენდობოდა და მხარს მიჭერდა, განსაკუთრებით, ჩემს ოჯახს", - წერს ხოსე რეიეს ლოპესი "ინსტაგრამზე".
ხოსე ანტონიო რეიესი "სევილიას" აღზრდილი იყო, მადრიდის "რეალში" კი 2006-07 წლების სეზონში თამაშობდა.