"არსენალი" "რეალს" დანიელ სებალიოსში 50 მილიონს შესთავაზებს

AutoSharing Option
"არსენალი" "რეალის" ნახევარმცველის, დანიელ სებალიოსის სამსახურით დაინტერესდა - ამის შესახებ ინფორმაციას AS-ი ავრცელებს.

"რეალს" სებალიოსის გასხვისება უნდა, მაგრამ მის ხელმძღვანელებს ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ, გაყიდონ თუ იჯარით გაუშვან. თუ გაყიდიან, მაშინ 50 მილიონ ევროს მოითხოვენ და "არსენალი" მზადაა ეს თანხა გადაიხადოს.

სებალიოსს "ბლანკოსთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, გასულ სეზონში კი ლა ლიგაზე 23 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

სებალიოსის სამსახურით აგრეთვე "მილანია" დაინტერესებული.